Main » Articles » My articles

დაწვრილებით
სახალხო მედიაპროექტისთვის „ჯეოსტარი 2007“ ქასთინგი უკვე დაწყებულია. წინა წლებისაგან განსხვავებით, ორგანიზატორები წელს უფრო მასშტაბურ სანახაობას გვპირდებიან, ასევე საგრძნობლად გაზრდილია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც. კომპანია „ჯეოსელისგან“ აბონენტებს მესიჯები ერთი თვით ადრე დაეგზავნათ და რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 5000-მა ადამიანმა უკვე გაიარა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ „ჯეოსტარი“ მართლაც ძალზე პოპულარული, ფართომასშტაბური და წარმატებული პროექტია. „ჯეოსტარზე“ ასაკი განსაზღვრულია. მასში მონაწილეობა მხოლოდ 16-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანებს შეუძლიათ. უცვლელი ჟიური ქასთინგის განახლებული წესებით მოქმედებს, საქართველოს ყველა რეგიონში ჟიურის წევრებს ასისტენტებად გასული წლის კონკურსანტები დაჰყვებიან. ჟიური კონკურსანტების მიმართ საკმაოდ კრიტიკული და ამავდროულად ობიექტური დამოკიდებულებით გამოირჩევა. მათი მთავარი მოთხოვნა მრავალფეროვანი რეპერტუარტისა და თანამედროვე პოპულარული სიმღერების შესრულებაა. ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თელავი, ეს ის რაიონებია, სადაც შესარჩევი კონკურსები მიმდინარეობს. 8 სექტემბერს კი „ჯეოსტარის“ სამდღიანი შესარჩევი ტური თბილისში გაიმართება. ჟიური საბოლოო არჩევანს 5000 კონკურსანტიდან 12 მონაწილეზე შეაჩერებს. პოპულარული მედიაპროექტი „რუსთავი2“- ის ეთერში ოქტომბერში დაიწყება და ახალი წლისთვის დასრულდება.
Category: My articles | Added by: joomanji9000 (2007-09-03) | Author: giorgi E W
Views: 696 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Login form
Section categories
Our poll
tkveni sakvaraeli araxi?...
Total of answers: 721
Tag Board
Statistics