Main » Articles » My articles

დაწვრილებით
საქართველოს ნაკრებმა თავისი წილი საქმე გააკეთა ფინეთს მოუგო და ახლა ჩვენი ბედი A ჯგუფის ბოლო გვერდზე ჰკიდია.

5 სექტემბერს შვეიცარია შინ ეთამაშება რუმინეთს და თუ წააგებს, კენ შილდსის გუნდი ჯგუფიდან გადის.

გუშინ სპორტის სასახლეში მაყურებელმა საქართველოს ნაკრებს ბოლომდე ერთგულად უქომაგა და როცა გადამწყვეტი მომენტი დადგა ცივსისხლიან ფინელებსაც კი აერიათ გზაკვალი.

სტუმრებმა ფარქვეთი არ დათმეს და ბოლო წუთამდე ქართველებს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ. პირველ მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა ორივე გუნდი პერიმეტრიდან იხვეჭდა ქულებს.

მოედანზე გამოსულმა პეტრი ვირტანენმა სამიანი რომ ჩააგდო, ამას რანიკოს სამი ქულაც მოჰყვა და სტუმრები დაწინაურდნენ 40:39. ტაიმი ფინელებს უნდა მოეგოთ, მაგრამ ბოლო წუთებზე კვლავ ტაირონ ელისმა იმარჯვა, ორიანს საჯარიმო ქულა მოაყოლა იქვე ზაზა ფაჩულიამაც გამოიღო ხელი და დიდ შესვენებაზე საქართველო მცირე უპირატესობით გავიდა 47:45.

უკანა ხაზი გამყრელიძემ გამოაცოცხლა, რომელმაც მოედანზე გამოსვლისთანავე წამოიწყო სწრაფი გარღვევები. ლაშამ გიორგი ცინცაძე შეცვალა და მისგან განსხვავებით, თამამად შეუტია მეტოქის ფარს.

ფარქვეშ ვატო ნაცვლიშვილმაც გაიმაგრა პიზიციები და ქართველებმა რვაქულიანი ჩამორჩენა 9:0 გაქცევით აღმოფხვრეს.

ანატოლი ბოისას გარღვევამ კი ქართველებს გადამწყვეტი მეოთხედის წინ ლიდერობაც დაუბევა 66:64.

ბოლო მეოთხედში ქართველები უფრო მობილიზებულად გამოიყურებოდნენ. დაცვაში შილდსის შეგირდებმა წარმატებით გამოიყენეს ზონა, კონტრშეტევის წყალობით იოლად იხვეჭდნენ ქულებს.

ქართველებმა ასე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს 77:76.

ზაზა ფაჩულია: “გამარჯბება ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯგუფიდან გასვლა ახლა სხვა გუნდების შედეგზეა დამოკიდებული. ბოლო თამაშები მე ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ წარმოვაჩინე, რადგან ფორმაში არ ვიყავი. ამას ვაბრალებ გუნდში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას, რის გამოც მე ფორმიდან ამოვარდი. თუ მომავალშიც ასეთი ვითარება იქნება, დიდ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ნაკრებში სათამაშოდ აღარ ჩამოვალ”

 
Category: My articles | Added by: joomanji9000 (2007-09-03) | Author: giorgi E W
Views: 647 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Login form
Section categories
Our poll
tkveni sakvaraeli araxi?...
Total of answers: 721
Tag Board
Statistics